ახალი ამბები
რა ბედი ელის „რუხი მოლს“ ? - საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის კითხვა გეგა შენგელიას
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ცირა კაკუბავა დაინტერესდა, რა ბედი ელის სავაჭრო ცენტრ "რუხი მოლს". მან შესაბამისი კითხვა ზუგდიდის მერობის კანდიდატს გეგა შენგელიას დაუსვა, თუმცა მას შემდეგ, რაც შენგელიმ თქვა, რომ რუხი მოლი მუნიციპალური პროექტი არ არის, კითხვას მისი შტაბის ხელმძღვანელმა ირაკოი ჩიქოვანმა უპასუხა. მისი თქმით, ამ ეტაპზე შესაბამის ინფორმაციას არ ფლობენ.

“რუხი მოლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შესაძლებლობა შეგვეთავაზებინა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანებისთვის, მე იქ პრესპექტივას ვხედავ. იქ ბევრი პროეტქია დაგეგმილი და მაშინ შეიძლება ჰქონდეს რამე მნიშვნელოვანი როლი მას. მაგალითად, საავადმყოფო, რომ გაიხსნება მაშინ შეიძლება რუხი მოლის გამოცოცხლება. კონკრეტული გეგმა რა არის არ ვიცი, დავაზუსტებ”, - თქვა ჩიქოვანმა.

კაკუბავამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე "რუხი მოლში" მხოლოდ ერთი მაღაზია ფუნქციონირებს, რომლის გადატანა იგეგმება.

გეგა შენგელია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების კითხვებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პასუხობს.

ამავე თემაზე:

ცირა კაკუბავა გეგა შენგელიას: ქუჩების რეაბილიტირებაში გადაწებებას გულისხმობთ?
Print