ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: გთხოვთ, ანაკლიის პორტის პროექტი აჟიტირებისგან გაათავისუფლოთ
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ზედმეტი აჟიტირებით საუბრობენ. ამის შესახებ მან დღეს ანაკლიის პორტის დათვალიერებისას განაცხადა. ცქიტიშვილი ამბობს, რომ პროექტის საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და ყველას ინტერესშია, რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდეს, რათა მშენებლობა განახლდეს.

“ძალიან გთხოვთ ყველას, გავანთავისუფლოთ პროექტი ზედმეტი აჟიტირებისგან და მოგვცეთ ჩვენ - მთავრობას, კონსორციუმს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალება, მშვიდად ვიმუშაოთ პროექტზე. ეს ნამდვილად ყველას ინტერესშია, რადგან ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი სტრატეგიული, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩემი ჩამოსვლა-არჩამოსვლით ეს ფაქტი არ იცვლება, რადგან მე აქამდეც დეტალურად ვიცნობდი პროექტს”, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მინისტრმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელთან ერთად, პორტის ტერიტორია პირველად დაათვალიერა.

Print