ახალი ამბები
თინა ბოკუჩავა: ზუგდიდში მოქალაქეებს პირადობებს "ქართული ოცნება" მოტყუებით ართმევს
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ზუგდიდში მოქალაქეებს მასიურად პირადობის მოწმობებს მოტყუებით ართმევს, რათა მათ არჩევნებზე მისვლა ვერ შეძლონ. მისივე თქმით, ამ ფორმით მმართველი პარტია არჩევნების შედეგების გაყალბებასაც შეეცდება.

"პირადობების ჩამორთმევას აქვს მასიური ხასიათი. ხალხს ატყუებენ, რომ არიან ჩვენი წარმომადგენლები ან გარკვეულ თანხას სთავაზობენ, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მან ასევე მოქალაქეებს მიმართა, რომ ფრთხილად იყვნენ, რათა მსგავს სქემებში უნებლიეთ არ მოხვდნენ.

Print