ახალი ამბები
საინფორმაციო აქცია - ,,აირჩიე და მართე!“
ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე ასოციაციამ „დეა“ საინფორმაციო აქცია სახელწოდებით ,,აირჩიე და მართე!“ გამართა. აქციაზე მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაურიგდებათ საინფორმაციო ფურცლები და ფლაერები.



აქციის მიზანია ამომრჩევლების პოლიტიკური აპათიის დაძლევისა და საარჩევნო პროცესში მათი როლისა და პასუხისმგებლობის გააზრების ხელშეწყობა.



აქცია ასოციაცია ,,დეას“ პროექტის ,,აირჩიე და მიიღე მონაწილეობა შენი მუნიციპალიტეტის მართვაში!“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი მიმდინარეობს საარჩვენო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.

Print