ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მშენებარე სტადიონზე: ეს არის კორუფციის კლასიკური ნიმუში
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ მშენებარე სტადიონთნ დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ის სტადიონის უხარისხოდ აშენებაზე ხელისუფლებას ადანაშაუოლებს. მისი თქმით, ეს შემთხვევა სპორტის სამყაროსთვის კორუპციის კლასიკურ ნიმუშად იქცა.



"ზუგდიდის სტადიონი კორუფციის კლასიკურ ნიმუშად და ყბადაღებულ შემთხვევად იქცა სპორტის სამყაროში. აქ კარები ჩარაზმულია და მოქალაქეებს უფლება არ აქვთ დავათვალიერონ თუ რა ხდება შიგნით. ეს არის ივანიშვილის სპორტული ოცნების სასაფლაო. ამ სტადიონს გულშემატკივრების არმია ელოდებოდა და დღეს კი ხდება აქ", - ამბობს ჯგუშია.



ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. როგორც მაიზერ ნანავა ამბობს, ამ ეტაპზე ექსერტიზა მიმდინარეობს, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული, თუმცა როდის გამოცხადდება მშენებლობის მეორე ეტაპზე ტენდერი, ჯერჯერობით უცნობია.



პირველ ეტაპზე კი სამშენებლო სამუშაოები კომპანია "დაგმა" განახორციელა.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

Print