ახალი ამბები
მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია ფუძნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე გადანაცხადა. მისი თქმით, სტიპენდიის დაწესება კოსტავას 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

საქართველოს ეროვნული გმირი, ეროვნულ-განმათავისუფლებული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა. ის 1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა.


Print