ახალი ამბები
ფოთში, ანაკლიასა და განმუხურში დამსვენებლების უსაფრთხოებას 110-მდე მაშველი იცავს
სამეგრელოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე დამსვენებლების უსაფრთხოებას ამ ეტაპზე 110-მდე მაშველი იცავს. რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ფოთში(ნაბადის, კუნძულისა და მალთაყვის სანაპიროებზე) 30-მდე მაშველი მუშაობს, რომელთაგან ერთი ქალია. რაც შეეხება ანაკლიასა და განმუხურს, აქ უსაფრთხოებაზე 80 თანამშრომელი ზრუნავს.

ამავე ინფორმაციით, სამსახურები შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებითაა აღჭურვილი.

Print