ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატი ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვება
საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომელსაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება. ის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის. გავრილოვი რუსეთის დუმის წევრია"კომუნისტური პარტიიდან“. პარლამენტში სხვა რუსი დეპუტატებიც იმყოფებიან.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა.

ასამბლეის ჩატარებას საპარლამენტო ოპოზიცია აპროტესტებს.


Print