ახალი ამბები
პრეზიდენტი: რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება იყოს ჩვენსა და ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს შორის?
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას, რომლის ფარგლებშიც რუსი დეპუტატები პარლამენტში იმყოფებიან.
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!!

აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია ! და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“, - წერს საქართველის პრეზიდენტი.

ამავე თემაზე:

ლელა ქებურია: პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის ყოფნა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა 

საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატი ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვება

Print