ახალი ამბები
აქციის დაშლისას დაშავებული ზუგდიდელი - სპეცრაზმელმა გამიზნულად მესროლა
თბილისში საპროტესტო აქციის დარბევისას კიდევ ერთი ზუგდიდელი ნანა ჯაფარიძე დაშავდა. მას რეზინის ტყვია სახის არეში მოხვდა. ის ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.

„მოვლენების ეპიცენტრში მოვხვდი, ხალხს გზები ჩაუკეტეს, ვეხვეწებოდით არ ესროლათ. რეზინის ტყვიები წვიმასავით მოდიოდა. ამ დროს თვალში გახურებული რაღაც მომხვდა, ეს რეზინის ტყვია იყო... რამდენიმე წამით გონება დავკარგე, აქციის მონაწილეებმა გამიყვანეს. სასწრაფოს მანქანაში, რომ მიმიყვანეს, ისეთი ვითარება იყო ექიმების დახმარებაზე უარი ვთქვი. ერთმა ბიჭმა გამიწია პირველადი დახმარება, არც კი ვიცი ვინ არის ის ახალგაზრდა... სპეცრაზმელები დამიზნებით ისროდნენ და მეც ასე მესროლეს“, - უთხრა რადიო „ათინათის“ ნანა ჯაფარიძემ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გუშინ სულ 240-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები და სამართალდამცავები. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიით დაზიანების გამო თვალი დაკარგა. 

ამავე თემაზე:

აქციის დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ მსახიობს თვალი შეუნარჩუნეს
Print