ახალი ამბები
რეზინის ტყვიით დაშავებული ზუგდიდელი მსახიობის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
რუსთაველის გამზირზე დაშავებული ზუგდიდელი მსახიობის დემეტრე ნაყოფიას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა, შეუნარჩუნდება თუ არა მარცხენა თვალზე მხედველობა, მისი მეგობრების ინფორმაციით, ექიმებმა ჯერ არ იციან.

„იმაზე მეტად წარმატებულად ჩაიარა ოპერაციამ, ვიდრე გვეგონა. დაახლოებით, ხუთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მისი თვალის გადარჩენას ექიმები. ახლა რეანიმაციაშია და გარკვეული პერიოდის შემდეგ გვეცოდინება, შეუნარჩუნდა თუ არა მხედველობა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მისმა ახლობელმა ნიკა ლაშხიამ.

ზუგდიდის თეატრის მსახიობს დემეტრე ნაყოფიას რეზინის ტყვია გუშინ აქციის დაშლისას მაშინ მოხვდა, როცა ის პოლიციის პირისპირ აღმოჩნდა.

ამავე თემაზე:

აქციის დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ მსახიობს ოპერაცია უტარდება

აქციის დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ მსახიობს თვალი შეუნარჩუნეს

თაზო ფაცაცია მზადაა აქციაზე დაშავებულს საკუთარი თვალი დაუთმოს




Print