ახალი ამბები
შს მინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოსვლას ითხოვს
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტს მიმართავს წერილობით და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიუროს სხდომაზე მინისტრის მოსმენის სავარაუდო თარიღად 28 ივნისი დასახელდა, თუმცა, ჯერჯერობით, ამ დღეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამავე თემაზე:

თბილისში მიმდინარე აქციას ზუგდიდიდანაც უერთდებიან

Print