ახალი ამბები
ნიკა მელიას გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რითაც პროკურატურის  მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თემურ გოგოხიამ მიიღო. მელიას ადვოკატმა სასამართლოს მისი უფლებადამცველის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 - ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. მან ასევე წარადგინა  პარლამენტის წევრების წერილი თავდებობის შესახებ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას, პარლამენტმა უფლებამოსილება გუშინ შეუჩერა, რის თანახმადაც პროკურატურას თანხმობა მისცა სასამართლოს ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით მიემართა. გადაწყვეტილებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი წასულა. მათ შორის იყვნენ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია. გუშინდელ სხდომას არ ესწრებოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები.

ნიკა მელიას  სსკ  225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.






Print