სეს-ი ნიტრატების ნორმის განსაზღვრისთვის საზამთროსა და ნესვის ნიმუშებს იღებს									
			
		
						
			
			
			
								სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით ნიტრატების ნორმის განსაზღვრის მიზნით  ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიმუშებს იღებენ. 
ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. ამავე ცნობით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 80-მდე ნიმუში. აღებული ნიმუშებიდან გამომდინარე არსებული ინფორმაციით, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.
 
სეს-ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით საზამთროს და ნესვის ნიმუშებს იღებენ.
 ნიტრატების განსაზღვრის მიზნით წლის ბოლომდე 200-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.
 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები