ახალი ამბები
სეს-ი ნიტრატების ნორმის განსაზღვრისთვის საზამთროსა და ნესვის ნიმუშებს იღებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით ნიტრატების ნორმის განსაზღვრის მიზნით ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიმუშებს იღებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. ამავე ცნობით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 80-მდე ნიმუში. აღებული ნიმუშებიდან გამომდინარე არსებული ინფორმაციით, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.

სეს-ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით საზამთროს და ნესვის ნიმუშებს იღებენ.

ნიტრატების განსაზღვრის მიზნით წლის ბოლომდე 200-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.



Print