ახალი ამბები
პრემიერი: მოქალაქეების ნაწილი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს ერთ ლარად შეიძენს
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ პრეპარატებს მოქალაქეების რამდენიმე ჯგუფი ერთ ლარად იყიდის. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება, რომლებსაც ადამიანები 6 ქრონიკული დაავადებისას მოიხმარენ. ესენია: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები.

„ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხარჯი, ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძლიან მაღალი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა - ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცვლელ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად“, - განაცხადა პრემიერმა.


Print