ახალი ამბები
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. პირველ სეტში ბასილაშვილმა ანდრეი რუბლიოვი 7:5 დაამარცხა, მეორე სეტში კი 4:6 დამარცხდა, ხოლო მესამე სეტში მეტოქე 6:3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ჰამბურგის შეჯიბრი ზედიზედ ორჯერ ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული.

Print