ახალი ამბები
ზუგდიდის მერმა შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერის ინიციატივით, ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

როგორც რადიო "ათინათს" მერიის სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა დავით შამათავამ უთხრა, პროექტის ფარგლებში, თამაში "რა? სად? როდის?" სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.

"იქნება ზამთრისა და საგაზაფხულო სეზონები. გუნდები 6-6 ადამიანით დაკომპლექტდება, რომელთა ასაკი 14 წლიდან ზევით განისაზღვრა. გამარჯვებული გუნდი კი სეზონის ბოლოს ფულადი პრიზით დაჯილდოვდება", - აღნიშნა შამათავამ.

პირველი თამაში ხვალ დადიანების სასახლის ეზოში გაიმართება.
Print