ახალი ამბები
კვლევა: 20 % მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა, 9 % - ენმ-ს, 4 % კი “ევროპულ საქართველოს”
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ამომრჩევლების 45%-ისთვის არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 19%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება" დგას. მოსახლეობის 9 % პასუხობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", 6 %-მა პასუხი არ იცის, 4 %-მა უარი თქვა პასუხზე, 4 % - "პატრიოტთა ალიანსი", ასევე 4 % - "ევროპული საქართველო", 9 %-მა აირჩია კატეგორია „სხვა“.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 26 %-ს არ აქვს მეორე არჩევანი.

NDI-მ გამოკითხვა 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 2 131 ადამიანი.

საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.


Print