ახალი ამბები
იტალიიდან მესტიაში ჩასული ტურისტები თავს კარგად გრძნობენ
მერიის "მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, იტალიიდან სვანეთში ჩასული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ არანაირი ჩივილები არა აქვთ. ნია ბჟალავას თქმით, ისინი მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში რჩებიან და პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა წესს იცავენ.

„არც ტემპერატურის მატება აღენიშნებათ და არც რაიმე სხვა ჩივილი, თუმცა იცავენ წესს და რჩებიან თვითიზოლაციაში. ტურისტების ჯგუფში თერთმეტი კაცია, თუმცა ოთხი მათგანი იტალიის იმ ქალაქიდან არის, სადაც ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა და სწორედ ამიტომ იმყოფებიან ისინი თვითიზოლაციაში “, - ამბობს ბჟალავა.

ამ დროისთვის, მესტიასა და ზუგდიდში თვითიზოლაციაში 11 პირი იმყოფება.

Print