ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აფხაზეთში, გაგრაში, კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საავადმყოფოშია მოთავსებული. ის აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა, სადაც მივლინებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ცნობით, გუშინ გუდაუთის საავადმყოფოში მოათავსეს ორი ადამიანი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, მათი ანალიზები გაგზავნილია ლაბორატორიაში.

სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.




Print