ახალი ამბები
სამზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება, თუმცა ეს ავტომობილით გადაადგილებას არ ეხება
მთავრობის გადაწყვეტილებით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში სამ ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა მოიხსნა. თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სამ ადამიანზე მეტის გადაადგილება კვლავ იკრძალება.

„მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეზღუდვას აქვს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. პროფესიონალების რეკომენდაციები ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - თქვა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დახურული სალონები ორშაბათიდან იხსნება.
Print