ახალი ამბები
რეგიონული ჰაბი მოსახლეობის სამსახურში - კონსულტაციები ფერმერებისთვის
2020 წლის 8, 11 და 12 ივნისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ასოციაცია „ათინათის“ ინიციატივით, გაიმართა მორიგი ონლაინ ჩართვები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე:
8 ივნისს, USAID -ის პროექტი საქართველოსთვის - სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელი ედუარდ შერმადინი თემით „ახალი შესაძლებლობები ფერმერებისთვის. ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც არის აღნიშნულ პროექტში - პროგრამები, ბენეფიციარები, პროცედურები.

11 ივნისს, სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი თამარ ჯანგულაშვილი თემით „სოციალური და მწვანე ბიზნესები მდგრადი განვითარებისთვის“.

საუბარი შეეხო გლობალურ ჭრილში ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა მდგრადი განვითარება, მასში სოციალური და მწვანე ბიზნესების როლის დანახვას - განვითარებითა და ხელშეწყობით (სახელმწიფო ხმრიდან სტიმულირების მექანიზმების ამოქმედებით); ბიზნესში არამარტო მატერიალურ ღირებულებებზე არამედ სოციალურ და გარემოსდაცვით ღირებულელებზე ორიენტაცია; ხაზოვანი ეკნომიკის - ცირკულარული (განახლებადი) ეკონომიკით ჩანაცვლება; საზოგადოების ყველა სეგმენტზე (სახელმწიფო, ბიზნესი, მოსახლეობა) პასუხისმგებლობის გადანაწილება გარემოზე ნეგატიური შედეგების შემცირების საკითხებში.

12 ივნისს, ბიზნეს კონსულტანტი აკაკი კოროშინაძე თემით „აწარმოე საქართველო“, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროგრამები“.

კონსულტანტმა ისაუბრა „აწარმოე საქართველოში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროგრემების შესახებ, კერძოდ:

• „აწარმოე საქართველოში“ ქუდის ქვეშ გაერთიანებულ პროგრამებზე - მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამა; „უმასპინძლე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამა და სხვა;

• სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროგრემებზე - მერძევეობის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის ხელშეწყობის პროგრამა, „დანერგე მომავალი“; ტრაქტორებისა და სათბურების დაფინანსების პროგრამა.

ასევე მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამების ბენეფიციარებზე და დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მიღების წყაროებზე/საშუალებებზე („ცხელი ხაზი“, საინფორმაციო პორტალები და სხვა).

ონლაინ ჩართვებმა მსმენელთა ინტერესი გამოიწვია, რაზეც მეტყველებს დასმული შეკითხვები და მნახველთა რაოდენობა.

ჩართვები შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

11 ივნისის ჩართვა:

https://www.facebook.com/watch/live/?v=388315545449355&ref=watch_permalink

12 ივნისის ჩართვა:

https://www.facebook.com/watch/live/?v=708048496623383&ref=watch_permalink

ონლაინ ჩართვები ტარდება პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (#CSSIGE) ფარგლებში.„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (#CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (#CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (#CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (#EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (#EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდის (#KAS) მიერ

Print