ახალი ამბები
აბაშაში ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
სოფელ სუჯუნას მკვიდრმა ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელი დანით დაჭრა. შემთხვევა აბაშის ცენტრში წუხელ, გვიან ღამით მოხდა. 

დაჭრილი მამაკაცი ქუთაისში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. 

პოლიციამ ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დააკავა. ის დანაშაულს აღიარებს. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print