ახალი ამბები
სამეგრელოში 15 დღეზე მეტია COVID-19 არ დაფიქსირებულა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავისრუსზე 207 ნიმუში გაიტესტა. აქედან, ცხელების ცენტრებიდან 9 პაციენტი,

84 სამედიცინო პერსონალი, 56 მძღოლი, 43 ფოთის საბაჟოს თანამშრომლები, 2 დიალიზზე მყოფი პირი, 13 კარანტინი. ამავე ცნობით, ყველა პასუხი უარყოფითია.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 101 პირი იმყოფება, თვითიზოლაციის პერიოდს კი რეგიონში 12 პირი გადის. სულ ეპიდზედამხედველობა 2032 პირზე დამყარდა.

ინფორმაციისთვის, ბოლოს რეგიონის მასშტაბით, ახალი კორონავირუსი 17 ივნისს დაფიქსირდა.

Print