ახალი ამბები
ახალგაზრდობის სააგენტომ რეფორმის "მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის" ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გამართა (ვიდეო)
ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას და მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები განიხილეს.

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით. აღნიშნული რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების "მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის" ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვევა. მათ შორისაა ზუგდიდი და მესტია. ახალგაზრდობის სააგენტოს მიზანია ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა ევროპული მოდელით, რაც გულისხმობს საქართველოში, ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ მოქალაქეებად და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. ამისთვის სააგენტომ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის რეკომენდაციების ასევე ევროპული განვითარებადი ქვეყნების მოდელის გათვალისწინებით და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა სამწლიანი რეფორმა ე.წ."ევროკავშირის მოდელით" და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში.
Print