ახალი ამბები
სოხუმი რუსეთთან "საზღვარს" 28 ივლისამდე არ გახსნის
სოხუმის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი 28 ივლისამდე არ გაიხსნება. შესაბამისი განკაგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. მანამდე, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და ისინი მზად არიან გახსნან " საზღვარი", თუმცა, მისივე თქმით, მათ "რუსეთთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ".

ამავე მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა დადასტურდა, მათგან, 1 პაციენტი გარდაიცვალა, 37 კი გამოჯანმრთელებულია.

13 - 17 ივლისს სოხუმმა, პანდემიის გამო ჩაკეტილი ენგურის ხიდი გახსნა და დანარჩენ საქართველოში მყოფ მოქალაქეებს აფხაზეთში დაბრუნების საშუალება მიეცათ. უფრო ადრე სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი ორჯერ ასევე ცალმხრივად გაიხსნა.




Print