ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 271 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 271 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორისაა ცხელების ცენტრების 11 და დიალიზზე მყოფი 19 პაციენტი, 32 მედიკოსი, 1 მძღოლი, შს სამინისტროს 198 თანამშრომელი, ასევე საკარანტინო სივრცეში მყოფი 10 მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1073-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 907-ს შეადგენს.


Print