ახალი ამბები
გალის რაიონის ე.წ . ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კონსტანტინე ფილია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კონსტანტინე ფილია დაინიშნა. მანამდე ასლან ბჟანიამ გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ბგანბა გაათავისუფლა, რომელიც ამ პოზიციას 2019 წლის დეკემბრიდან იკავებდა. 

მისმა წინამორბედმა თემურ ნადარაიამ აღნიშნული თანამდებობა 2019 წლის 5 დეკემბერს დატოვა.

კონსტანტინე ფილია 2012 წლიდან სოხუმის ე.წ. საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2002 - 2007 წლებში კი "პარლამენტის" დეპუტატი. მონაწილეობდა 1992-1993 წლების აფხაზეთის ომში.




Print