ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 292 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 292 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორისაა ცხელების ცენტრების 8 და დიალიზზე მყოფი 23 პაციენტი, 54 მედიკოსი, 2 მძღოლი, შს სამინისტროს 188 თანამშრომელი, ასევე 11 საკარანტინო სივრცეში და 6 თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.

რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში დღეის მონაცემებით 1 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უახლოეს დღეებში მას შუალედური კვლევა ჩაუტარდება. 60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში 6 ივლისს გადაიყვანეს, პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია და ის შიდა ქართლიდანაა.

Print