ახალი ამბები
თემურ ღვინჯილიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს 
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულის უფლებადამცველის ბაჩუკი ყურაშვილის ინფორმაციით, მას ბრალი რამდენიმე წუთის წინ გააცნეს.

თემურ ღვინჯილია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის სამსახურებრივი მანქანით კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მას უყვება, რომ მანქანა თანმხლებს, ამჟამად ამავე ბრალდებით დაკავებულ საკრებულოს აპარატის თანამშრომელს ათხოვა და ორივე სოფელ ფახულანში, უკანა გზაზე სამართალდამცავებმა აიყვანეს.

თემურ და მათე ღვინჯილიებს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

ამავე თემაზე:


წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე 34 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს 

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ სიგარეტის კონტრაბანდისთვის დააკავეს
Print