ახალი ამბები
სოხუმი: კორონვირუსი კიდევ 2 პაციენტს დაუდასტურდა
აფხაზეთში კორონოვირუსით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ პირების კონტაქტების კვლევა. გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ დადასტურებული 8 პაციენტი მკურნალობს, 7 - სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე Сovid 19-ით ინფიცირების 57 შემთხვევაა დადასტურებული, ორი ადამიანი გარდაიცვალა, 37 - გამოჯანმრთელდა.




Print