ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრის პრემიერა ბოტანიკურ ბაღში გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლის პრემიერით წარდგა. წარმოდგენა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, რეგულაციების დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართა. სპექტაკლი "მარიტა" გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით მაყურებელს რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა წარუდგინა.
რეჟისორის თქმით, თოჯინური სტილის სპექტაკლი ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის ერთიანად ამაღელვებელი და სევდის მომგვრელია.თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში "მარიტას" ანაკლიის ამფითეატრი უმასპინძლებს, რომლითაც დასი 152-ე სეზონს დახურავს. სექტემბერში კი ახალ სეზონს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ორი პრემიერით დაიწყებს.

Print