ახალი ამბები
სოხუმი: სერგეი შამბა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "უშიშროების საბჭოს" მდივნად სერგეი შამბა დანიშნა. 69 წლის შამბას 1997-2011 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები ეკავა. 2004 და 2011 წლებში ის კანდიდატად მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. 2014 წელს იყო "პარლამენტის" დეპუტატი. 2016 წლიდან კი პარტია "ერთიან აფხაზეთის" ხელმძღვანელობდა.

მანამდე, "უშიშროების საბჭოს" მდივნის მოვალეობას ბესლან კვიცინია ასრულებდა, რომელიც 22 ივლისს სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს უფროსად დანიშნეს.





Print