ახალი ამბები
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეულ 226 პირს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 226 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათ შორისაა ცხელების ცენტრების 8 პაციენტი, 10 მედიკოსი, 25 მძღოლი, შს სამინისტროს 176 თანამშრომელი, ასევე 7 საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქე. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid19-ზე უარყოფითია.

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 6919, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 251 პირი იმყოფება.


Print