ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აფხაზეთში გასული 24 საათის განმავლობაში 222 პირის ანალიზი გაიტესტა და კორონოვირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით "აბხაზია ინფორმი" ავრცელებს.

ამავე ცნობით, ამ დროისთვის გუდაუთის ჰოსპიტალში 26 კოვიდ - დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში Covid 19 – ით ინფიცირების 98 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

Print