ახალი ამბები
არასრულწლოვანი მამიდაშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული ზუგდიდელი მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
არასრულწლოვანი ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ფოთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. აღნიშნულს არ ეთანხმება ბრალდებულის ადვოკატი ჯიტა გულუა და მიიჩნევს, რომ მოსამართლემ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

"სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვერ დავეთანხმები, გამომდინარე იქიდან, რომ იყო სრულიად დაუსაბუთებელი. არანაირი საფუძველი არ ჰქონდა სასამართლოს, გარდა ამ საქმის რეზონანსულობისა, მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება. ექსპერტიზის დასკვნა გადმოგვეცა, რომელიც გამოძიებამ ჩაატარა და იქ მითითებული გარემოებები ადასტურებს, რომ უდანაშაულოა ეს მამაკაცი, დარწმუნებული ვარ ამას დავამტკიცებთ კიდევაც", - ამბობს ადვოკატი. 

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი არასრულწლოვანი ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ის ბრალს კატეგორიულად უარყოფს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ერთი წლის წინ მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. 


ამავე თემაზე:


ზუგდიდში მამაკაცი არასრულწლოვანი ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
Print