ახალი ამბები
ანაკლიაში ავარიას 3 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა 
ანაკლიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მერსედესის ტიპის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სამივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივების ცნობით, მეოთხე პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. 

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print