ახალი ამბები
სოზარ სუბარი: დღეს ლენჯერში ნიმუშების აღება უნდა დავასრულოთ
პრემიერ მინისტრის მრჩეველის რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარის თქმით, ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ზე 500-მდე ნიმუშია აღებული. მისივე ცნობით, დღის ბოლომდე ადგილობრივებისთვის ნიმუშების აღება სრულად დასრულდება სოფელ ლენჯერში.

„ყველაზე მთავარი და ცხელი წერტილი ამ წუთში არის ლენჯერი, სადაც 320 ნიმუში იქნება აღებული, სხვა ადგილებში 100 ნიმუში. დღეს, დაგეგმილია გაზრდა ამ რაოდენობის და შეირჩა 3 მთავარი ლოკაცია, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებებია, ეს არის ლენჯერი, დაბა მესტია, სოფელი წვირმი და მულახი. ამოცანა გვაქვს,რომ დღეს ლენჯერი ამოვწუროთ, როგორც მთავარი წყარო, საიდანაც დაიწყო გავრცელება ვირუსის და ვფიქრობთ დღის განმავლობაში ჩვენ ამას მოვახერხებთ.“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ სვანეთში კოვიდ19-ზე გატესტილი 30 ანალიზიდან 17-ის პასუხი დადებითია. პაციენტები ზუგდიდის, თბილისის და ქუთაისი კოვიდმიმღებ ცენტრებში გადაანაწილეს. მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი 500 მოქალაქე კი საკარანტინო სივრცეებში გადაანაწილეს.
Print