ახალი ამბები
უნივერსიტეტებში ჩარიცხვებისა და გრანტების შესახებ ინფორმაცია ცნობილია
naec.ge-ზე 2020 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. აბიტურიენტებს უკვე შეუძლიან ნახონ, რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და მიიღეს თუ არა გრანტი.

იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

"შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას)", - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 


Print