ახალი ამბები
ზუგდიდში CENN-მა "ნიკო კეცხოველის პრემია 2020"-ის ნახევარფინალისტები გამოავლინა 

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ის ნახევარფინალისტები გამოავლინა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საუკეთესოთა შორის ჟიურიმ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სულ 5 სკოლა დაასახელა. მათ შორის: წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზია, პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯი, ხეთის, ზუგდიდის #1 და ლეციცხვაიეს საჯარო სკოლები. გარდა ამისა, რჩეულთა შორის მოხვდა ოტობაიას #1 საშუალო სკოლაც.

რეგიონული ტურის მონაწილეებმა და გამარჯვებულებმა ორგანიზატორებისგან და პარტნიორებისგან, მათ შორის კი ასოციაცია "ათინათისგან" სპეციალურ პრიზები მიიღეს. 

ფინალურ ეტაპზე გადასული სკოლები მთავარი პრიზის მოსაპოვებლად მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით, ეროვნულ ტურში.

აღნიშნული კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად. სასკოლო კონკურსი "ნიკო კეცხოველის პრემია-2020" ხორციელდება "ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის განვითარებისათვის" პროექტის ფარგლებში "ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის" (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

 

Print