ახალი ამბები
ზუგდიდში “ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას მცირე ინციდენტი მოხდა
ზუგდიდში პარტია "ლელომ" სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ღონსიძიება დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერები და მათ მხარდამჭერები დაესწრნენ.

"ჩემთვის ვინ არის "ოცნების" სიაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ "ლელოში" გვყავს წარმატებული ადამიანები და ჩვენი სია და ჩვენი დეპუტატობის კანდიდატები არიან გამორჩეულად ღირსეული ადამიანები. აი, ეს არის არჩევანი. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, კარგად დაფიქრდეს, რომელ პარტიას ჰყავს გუნდი. რომელ პარტიას აქვს წარმატებული ადამიანების გუნდი, რომელ პარტიას აქვს კონკრეტული პროგრამა, რომელიც ამ ქვეყანას მდგომარეობიდან გამოიყვანს და ამას დაუჭირეთ მხარი. ერთხელ და სამუდამოდ იქნებ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ პარტიას მხარი დავუჭიროთ პროგრამის, ადამიანების და არა ცრუ დაპირების გამო",- განაცხადა ხაზარაძე.

შეხვედრაზე მცირე ინციდენტი მოხდა. მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა. მათ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული მოძრაობის წევრების დევნაში დაადანაშაულეს და ასევე პრეტენზიები ჰქონდათ ხაზარაძის ბანკთან დაკავშირებით. თავის მხრივ, პარტიის მხარდამჭერებმა მათ ხელისუფლების მოგზავნილები უწოდეს. ადგილზე მისული იყვნენ სამართალდამცავები.

Print