ახალი ამბები
აფხაზეთიდან გადმოსული 3 კოვიდინფიცირებული პირი რუხის საავადმყოფოში შეჰყავთ
ცოტა ხნის წინ აფხაზეთიდან სამი პირი გადმოიყვანეს, რომლებსაც კორონავირუსი აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, გატესტვის შედეგად დაუდგინდათ. რუხის საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტების მიღებას ელოდებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში ამ დროისთვის 24 კოვიდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთი, შესაძლოა, ბინაზე უახლოეს მომავალში გაწერონ, რადგან მას ორჯერად კვლევის შემდეგ ვირუსი არ დაუდგინდა. საავადმყოფოს ცნობით, თბილისიდან დამატებითი კვლევის პასუხებს ელოდებიან და პასუხის მიღების შემდეგ გადაწყდება პაციენტის ბინაზე გაწერის საკითხი.

ამ დროისთვის, რუხის კოვიდმიმღებ ცენტრში ერთდროულად 65 პაციენტის მკურნალობაა შესაძლებელი.
Print