ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის​​ 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2562-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge დღეს განახლდა.

Covid-19-გან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 1369-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი.
Print