ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე განახლებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 937 შეადგინა.

ამავე ცნობით, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი და 1 422 გახდა.

კარანტინის რეჟიმს 6 633 მოქალაქე გადის, ხოლო სტაციონარში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსით სულ 19 ადამიანი გარდაიცვალა.


Print