ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის კლინიკაში 10 პაციენტი  კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულები სხვადასხვა კლასტერს განეკუთვნებიან. 

ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 50 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119-მდე გაიზარდა. 



Print