ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 9 პირს კორონავირუსი დაუდგინდა
ზუგდიდის ინფექციურში გასული 24 საათის განმავლობაში სულ 691 პირის ბიოლოგიური ნიმუში შევიდა, მათგან 500 კი გაიტესტა. გამოკვლეულთა შორის კორონავირუსი 9 პირს დაუდგინდა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, Covid-19 დაუდგინდა აფხაზეთიდან გადმოყვანილ 4 პირს, რომელიც საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, ინფექცია დაუდასტურდა საბერიოს კლასტერის 1 კონტაქტს. 

რაც შეეხება სამეგრელოს მასშტაბით გამოვლენილ ახალ პაციენტებს, ერთი მათგანი გუშინ ფოთში დადასტურებული შემთხვევის მეუღლეა, ხოლო 3 ასევე ფოთში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრია.  მათი ინფიცირების წყაროც ბათუმია.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო სივრცეებში სულ 123 პირი იმყოფება. 


Print