ახალი ამბები
ზუგდიდში გამოკვლეულ 6 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა - 4 საბერიოს კლასტერიდანაა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 649 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. გამოკვლეულთა შორის 6-ს Covid-19 დაუდგინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლმა მალხაზ თორიამ უთხრა. მისი ინფორმაციით კორონავირუსი აფხაზეთიდან გადმოყვანილ და საკარანტინო სივრცეში მყოფ 4 პირს დაუდასტურდა, რომლებიც ე.წ საბერიოს კლასტერის კონტაქტები არიან. 

გარდა ამისა, თორიას თქმით, ვირუსი დაუდასტურდა ბათუმში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა. ასევე, სენაკში მცხოვრებ ერთ პირს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინფიცირებული ქალის კონტაქტია.

დღეის მდგომარეობით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 139 მოქალაქე იმყოფება.
Print