ახალი ამბები
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია: მეუფე გერასიმე კორონავირუსზე ტესტირებას დღეს გეგმავს
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიერ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის. ამავე ცნობით, მიტროპოლიტს კოვიდ19-ზე ტესტირება დღეს ჩაუტარდება.

"ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში. თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი", - იტყობინება ეპარქიის პრეს-ცენტრი.

რადიო "ათინათის“ ინფორმაციით, პისიარ ტესტი, მრევლთან ერთად, სასულიერო პირებსაც ჩაუტარდა, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი.

Print