ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის კიდევ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის, მერიის სულ 6 თანამშრომელია ინფიცირებული. გიორგი შენგელიას თქმით, ახალი შემთხვევები მერიაში დასაქმებული ადამიანების მასიური ტესტირების საფუძველზე გამოვლინდა.

„ახლა მიმდინარეობს ახალი შემტხვევების კონტაქტების გამოვლენა და ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ“, - აღნიშნა შენგელიამ.

ქალაქი მერი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

Print
თეგები: კორონავირუსი /